Главная > გარემოს დაცვა > შეხვედრას თემაზე „ადამიანის უფლება წყალზე, ჰიგიენაზე და სანიტარიაზე“

შეხვედრას თემაზე „ადამიანის უფლება წყალზე, ჰიგიენაზე და სანიტარიაზე“


14-03-2021, 22:16. Разместил: mariko
14 მარტს, მდინარეებისათვის მოქმედების საერთაშორისო დღეს, ახმეტის ინოვაციური ცოდნის ჰაბმა უმასპინძლა შეხვედრას თემაზე „ადამიანის უფლება წყალზე, ჰიგიენაზე და სანიტარიაზე“ (WASH).

ტრენინგს სამართლის დოქტორი და თსუს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მაკა ნუცუბიძე უძღვებოდა. ღონისძიება ჰიბრიდული სახით ჩატარდა და მას ესწრებოდნენ როგორც ახმეტაში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე, მონაწილეები საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

 შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით, CENN-ის პროექტების “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ და GEO-WASH „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით„ ფარგლებში,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) და საზოგადოებრივი განვითარების ასოციაციასთან (SDA) თანამშრომლობით.
შეხვედრას თემაზე „ადამიანის უფლება წყალზე, ჰიგიენაზე და სანიტარიაზე“

წყარო: CENN

Вернуться назад