Главная > გარემოს დაცვა > შესაძლებელია თუ არა გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში

შესაძლებელია თუ არა გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში


22-10-2023, 19:44. Разместил: mariko

გვალვის მიმართ ყველაზე მაღალი რისკისა და დაუცველობის რეგიონი ცენტრალური აზიაა. სწორედ აქ ემუქრება ყველაზე მეტად საფრთხე სასურსათო უსაფრთხოებას, რადგან გვალვა სოფლის მეურნეობის სექტორების 70%-ზე მეტს ზიანს აყენებს. ამის შესახებ FAO იტყობინება.

რეგიონის მოსახლეობის 58% ცენტრალური აზიის სოფლებში ცხოვრობს, სოფლის მეურნეობა მშპ-ს 10-დან 38%-მდე, ხოლო დასაქმება 18-დან 65%-მდე შეადგენს.

2000 -2016 წლებში ცენტრალურ აზიაში გვალვების შედეგად ეკონომიკურმა ზარალმა 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, კლიმატის ცვლილება უკვე იწვევს გვალვების სიხშირის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ზრდას, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მრავალი სექტორის განვითარებაზე. მათ შორის, სურსათისა და ელექტროენერგიის წარმოებაა.

გვალვამ და ყირგიზეთიდან მიწოდებული წყლის მოცულობის შემცირებამ უკვე გამოიწვია სარწყავი წყლის დეფიციტი, რის შედეგადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი რეგიონის ექვს რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წინასწარი შეფასებით, 338 ფერმერი მილიარდობით დოლარით დაზარალდა და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორების მდგრადობის უზრუნველსაყოფად და გვალვის ძლიერი ზემოქმედების საფრთხის შესამცირებლად, ქვეყნებმა უნდა გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც აუმჯობესებენ წყლის გამოყენების ეფექტურობას, შეინარჩუნონ ნიადაგის ტენიანობა, გადავიდნენ გვალვასთან და მარილიანობასთან ადაპტირებულ კულტურებზე და დაიცვან ეკოსისტემები. მნიშვნელოვანია ადეკვატური დაფინანსება, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ასევე ადამიანური და ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა გვალვის მართვის გეგმების განსახორციელებლად და მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სასწრაფოდ და ერთად, რათა შევამციროთ რისკები და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების მდგრადობა გვალვის მიმართ“, - განაცხადა FAO-ს ქვე-რეგიონულმა კოორდინატორმა, ვიორელ გუტუმ. „აუცილებელია ინტეგრირებული მიდგომის გამოყენება - მეცნიერული მონაცემები, ადრეული გაფრთხილების ტექნოლოგიები, მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა, რათა უზრუნველვყოთ რეგიონის მოსახლეობის მდგრადი სასურსათო უსაფრთხოება“, - განაცხადა მან.


Вернуться назад