Главная > გარემოს დაცვა > გარემოს დაცვის სამინისტრომ, CENN-თან თანამშრომლობით პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება დაიწყო

გარემოს დაცვის სამინისტრომ, CENN-თან თანამშრომლობით პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება დაიწყო


1-02-2021, 11:17. Разместил: mariko
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, CENN-თან თანამშრომლობით  პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება დაიწყო.
 
ეროვნული პროგრამის შექმნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და განსაზღვრულია ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობითა და სტრატეგიული დოკუმენტებით.

პნპეპ გამოკვეთავს მიზნებსა და ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება პლასტმასის ღირებულებათა ჯაჭვში არსებული გამოწვევების დასაძლევად პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით.

დოკუმენტში შემოთავაზებული იქნება პლასტმასის არამდგრადი მართვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების გზები. ეროვნული პროგრამა გაითვალისწინებს პლასტმასის პროდუქტების როგორც წარმოების, ასევე მოხმარების პროცესს და დაიგეგმება შესაბამისი საქმიანობები.
პნპეპ შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. დოკუმენტი შემუშავდება დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის რეჟიმში.

Вернуться назад