CENN 2021 წლის მწვანე სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

ნანახია: 502
სრული ინფორმაცია

დღეს დედამიწის დღეა და ამ დღის აღსანიშნავად, CENN 2021 წლის მწვანე სტიპენდიას აცხადებს!

 2020 წელი ცვლილებების წელი იყო, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი დააფიქრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.

 CENN უკვე მრავალი წელია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების მიმართულებით. უკვე 10 წელზე მეტია, CENN-ის მწვანე ბანაკები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან, მეტი გაიგონ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ, გაიცნონ ახალი ადამიანები და ინოვაციური იდეებით დაბრუნდნენ საკუთარ თემში. 2015 წლიდან კი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიამ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას უბიძგა მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ.

 CENN-ის მწვანე სტიპენდია 1,000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

 2021 წლის მწვანე სტიპენდია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

✅ CENN-ის მწვანე სტიპენდია ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისათვის;

✅ CENN-ის მწვანე სტიპენდია ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის;

✅ CENN-ის მწვანე სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის;

✅ CENN-ის მწვანე სტიპენდია სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;

✅ CENN-ის მწვანე სტიპენდია სოციალურ და მწვანე მეწარმეობაში.

🟢 CENN-ის მწვანე სტიპენდიისათვის კანდიდატმა უნდა გააკეთოს საკუთარი თავის ნომინირება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ნომინაციაში, თუმცა ერთ კანდიდატს მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეუძლია გამარჯვება.

➡️ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/3ca7Y5m45YVtrnvL7

ნომინანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
➡️ იყოს 14-დან 29 წლამდე ასაკის;
➡️ წარდგენილი აქტივობები განხორციელებული უნდა იყოს 2017-2021 წლების განმავლობაში.

🕐 განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 16 მაისი.

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება CENN-ის მწვანე სტიპენდიის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიაზე 2021 წლის ივნისში.

სტიპენდია გაიცემა ერთჯერადად, ივნისის თვეში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს CENN-ის, მინიმუმ, ერთ თემატურ პროექტულ საქმიანობაში და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სამიზნე რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და გარემოს დაცვაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: communications@cenn.org

გისურვებთ წარმატებებს

წყარო: CENN


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."