CENN ნორვეგისს საელჩოსთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროს დაეხმარება ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში

ნანახია: 556
სრული ინფორმაცია

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ნორვეგიის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით, ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში. აღნიშნული პროგრამის შემუშავების პროცესში, გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მწარმოებლების, საცალო მოვაჭრეებისა და მომხმარებლების ჩათვლით.

პროგრამის ფარგლებში შემუშავდება სამოქმედო გეგმა პასტმასის ნარჩენების სწორი მართვისთვის, რაც ხელს შეუწყობს პლასტმასის მოხმარებასა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას და შესაძლებელს გახდის პლასტმასის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კერძოდ, ცირკულარულ ეკონომიკაში პლასტმასის ევროპულ სტრატეგიასა და ცირკულარული ეკონომიკის ევროკავშირის სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, საქართველოში საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას.

ნარჩენების დახარისხების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ნარჩენების დახარისხების და ხელახლა გამოყენების მეთოდების შემუშავებას, თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია, ხოლო პლასტმასის გადამუშავებაზე მოთხოვნა - ძალიან დაბალი. გამომდინარე აქედან, აუცილებელია შემუშავდეს და გატარდეს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას.

ნორვეგიის საელჩო აღნიშნული პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებს CENN-თან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

დამატებით ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პერიოდულად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

CENN ნორვეგისს საელჩოსთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროს დაეხმარება ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში

წყარო: CENN

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."