სრული ინფორმაცია
პროექტის - მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით, ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო - მიწის მდგრადი მართვა ყაზბეგის, დმანისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
სახელმძღვანელო ფარავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
მიწათსარგებლობის არსებული პრაქტიკა სამიზნე მუნიციპალიტეტებში; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ქმედებები გამძლეობის ასამაღლებლად;
სახელმძღვანელო ასევე მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს მიწის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად.
სახელმძღვანელოს სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://bit.ly/2KxOSf4
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წყარო: CENN