CENN ნარჩენების პრევენციის ალიანსის წევრი გახდა,

ნანახია: 461
სრული ინფორმაცია

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ CENN ნარჩენების პრევენციის ალიანსის (PREVENT Waste Alliance) წევრი გახდა, რაც საშუალებას გვაძლევს, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ცირკულარულ ეკონომიკაში ტრანსფორმაციული ცვლილებების პოპულარიზაციისთვის და მონაწილეობა მივიღოთ მასთან დაკავშირებულ გლობალურ პროცესებში.

 PREVENT Waste Alliance მრავალი დაინტერესებული მხარისაგან შემდგარი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა აქტორს და ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას. ალიანსი 2019 წელს გერმანიის განვითარების მინისტრის გერდ მიულერის პატრონაჟით შეიქმნა. კერძო და საჯარო სექტორის, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოებებისა და საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლები ერთობლივად არიან ჩართული ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში.

 PREVENT Waste Alliance მიისწრაფვის იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოს ნარჩენების მინიმიზაციაში, დამბინძურებლების აღმოფხვრასა და მსოფლიო ეკონომიკაში რესურსების ხელახალი გამოყენების მაქსიმიზაციაში.

 უფრო მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ website, Twitter არხებსა და LinkedIn გვერდს: https://prevent-waste.net/en/

 გახდით CENN-ის მეილის გამომწერები და მიიღეთ ინფორმაცია PREVENT Waste Alliance-ის სიახლეების შესახებ: http://www.cenn.org/


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."