Главная > განათლება > "ფიფლ ინ ნიდ" იწყებს ონლაინ სასწავლო პროგრამას "ციფრული ტრანსფორმაციის მედია სკოლა" #MOODLE-ის პლატფორმაზე.

"ფიფლ ინ ნიდ" იწყებს ონლაინ სასწავლო პროგრამას "ციფრული ტრანსფორმაციის მედია სკოლა" #MOODLE-ის პლატფორმაზე.


27-07-2021, 10:40. Разместил: mariko

"ფიფლ ინ ნიდ" იწყებს ონლაინ სასწავლო პროგრამას "ციფრული ტრანსფორმაციის მედია სკოლა" #MOODLE-ის პლატფორმაზე.

ონლიან სასწავლო კურსის სამიზნე აუდიტორიაა: სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სტუდენტები (განსაკუთრებით რეგიონალური უნივერსტეტის სტუდენტები), ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მედიაწიგნიერების თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.

პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებას რეგიონებში.

პროგრამა ხელს შეუწყობს და წაახალისებს მოსახლეობის გაძლიერებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სასწავლო ვიდეოებს და საინტერესო საკითხავ მასალას.

 ტრენინგების ფოკუსი კეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა:

1. ინფორმაციის გადამოწმების გზები და პრინციპები, ინფორმაციის ღია წყაროები, ინფორმაციის მოთხოვნა / დამუშავება
2. მედიაწიგნიერება, მონაცემთა ანალიზი
3. სოციალური მედიის მოხმარება, სოციალური მედიისა და ინტერნეტის პოზიტიური ასპექტები
4. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჟურნალისტური გამოძიება
5. მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, მედია ბიზნესი და სარეკლამო ბაზარი
6. ახალი ამბები - მედია პეიზაჟი
7. პერსონალური მონაცემების დაცვა და ინტერნეტ-უსაფრთხოება
8. ინფორმაციის გადამოწმების პროპაგანდა, მეთოდები და საშუალებები
9. ციფრული უნარები


დეტალურად: https://tinyurl.com/48zn7hn6


Вернуться назад