Главная > განათლება > სტატუსმინიჭებული პედაგოგები 2021 წლის 1 იანვრიდან ხელფასზე დანამატს სტსტუსის მიხედვით მიიღებენ

სტატუსმინიჭებული პედაგოგები 2021 წლის 1 იანვრიდან ხელფასზე დანამატს სტსტუსის მიხედვით მიიღებენ


18-01-2021, 16:05. Разместил: mariko
დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.
 ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
 ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 370 ლარის ოდენობით;
 ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 420 ლარის ოდენობით;
 სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 470 ლარის ოდენობით;
 ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
 ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის - შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით.
 ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
 ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 550 ლარის ოდენობით;
 ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 650 ლარის ოდენობით;
 სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
 ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
 ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 950 ლარის ოდენობით.
 აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წლის იანვრიდან ხელფასები გაიზარდა ყველა მასწავლებლისთვის (ზრდა -100 ლარი).
 მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;
,,2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით" - ნათქვამია მთავრობიოს განცხადებაში.

Вернуться назад