Главная > განათლება > საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ.


16-01-2021, 19:48. Разместил: mariko
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ტარიფს მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.

 ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად.

 პროგრამით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე http://mobile.emis.ge , მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ შეღავათიანი პაკეტის გააქტიურება. „დისტანციური სწავლების“ ინტერნეტპაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

🇬🇪 აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები აღიარებულ იქნა საერთაშორისო დონეზე:

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ მაღალი შეფასება მისცა covid-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად განხორციელებულ ღონისძიებებს და რეკომენდაცია გაუწია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს,  უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომების შესახებ.

 განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა აგრეთვე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ (UNICEF).
OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

 პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის, ტელესკოლა, Microsoft Teams, FeedcEdu

Вернуться назад