Главная > განათლება > პირველ კლასში ჭადრაკის გაკვეთილები სავალდებულო გახდება

პირველ კლასში ჭადრაკის გაკვეთილები სავალდებულო გახდება


19-05-2022, 15:17. Разместил: cira mgvdeladze

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება.


სამინისტროს თქმით, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.


უწყება აღნიშნავს, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.



Вернуться назад