CENN აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისათვის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ნანახია: 321
სრული ინფორმაცია

  საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისათვის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 პროგრამის მიზანია მასწავლებელების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

 პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.

 პროგრამის ხანგრძლივობა არის 9 თვე (იანვარი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:
🔸 საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ-მოდული
🔸 კავშირების გაძლიერება ვებინარების და სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებების საშუალებით
🔸 სამოქალაქო განათლების ოთხდღიანი ბანაკი
🔸 მენტორინგი
🔸 პროექტების დაფინანსება და განხორციელება
🔸 შემაჯამებელი კონფერენცია
🔎 დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/S1xPzZn
✍️ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2022 წლის 12 დეკემბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/3kgKJvmv9Douf9Sn6

US Embassy Tbilisi, Georgia

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."