Главная > ეკონომიკა > „1-3% თუ შეძლებს, ბაზარზე დაბრუნებას - სარესტორნე ბიზნესი განადგურებულია“

„1-3% თუ შეძლებს, ბაზარზე დაბრუნებას - სარესტორნე ბიზნესი განადგურებულია“


26-01-2021, 09:34. Разместил: mariko

„სარესტორნე ბიზნესი განადგურებულია და ბაზარზე დაბრუნებას ძალიან მცირე ნაწილი შეძლებს“. ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

„სარესტორნე ბიზნესი განადგურებულია. ჩავთვალოთ, 99% მკვდარია უკვე. უამრავი კომპანია ფართის მეპატრონეებმა უკვე გამოყარეს ქუჩაში, იმიტომ, რომ ვერ გადაიხადეს იჯარა. ძალიან ცოტა, 1-3% თუ შეძლებს, ბაზარზე დაბრუნებას,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ.

„15 ბიზნესასოციაცია გავერთიანდით და ვთქვით, რომ უკვე თითქმის 1 წელია ქვეყანა გაჩერებულია. რომელ ბიზნეს შეაქვს გადასახადი ბიუჯეტში? თითქმის 3 თვეა ვითხოვთ ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები. დოვლათს ვქმნით ჩვენ. გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი. მთელი წლის განმავლობაში რომელი დარგი ახერხებს ბიუჯეტის შევსებას? გაჩერებულია ქვეყანა. „დაეტიონ სახლში“ - ასეთ მოთხოვნებს ვინ ითხოვს იცით - ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს. მაგრამ ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი, მერე გამოვიდნენ და თქვან, რომ ვიჯდეთ სახლში,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ.

წყარო: bpn


Вернуться назад