Главная > ეკონომიკა > 2021 წლის აპრილში, საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა da 202,8 ლარი შეადგინა.

2021 წლის აპრილში, საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა da 202,8 ლარი შეადგინა.


14-05-2021, 11:47. Разместил: mariko

2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 202.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 201 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3,2 ლარით არის გაზრდილი. შარშან აპრილში საარსებო მინიმუმი 199.6 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აპრილში მარტთან შედარებით 1,5 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 178.1 ლარის ნაცვლად 179.6 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 176.8 ლარს შეადგენდა.

წყარო: bpn


Вернуться назад