Главная > ეკონომიკა / საზოგადოება > ,,პენსიონერებზე ვიღაც ხელს ითბობს.",- ალეკო ელისაშვილი საპენსიო სესხებზე

,,პენსიონერებზე ვიღაც ხელს ითბობს.",- ალეკო ელისაშვილი საპენსიო სესხებზე


25-03-2021, 01:45. Разместил: mariko

„მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტზე საქართველოს ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლების მოწვევას ითხოვს.

მიზეზი პენსიონერებისთვის პენსიის წინასწარ აღებაზე დაწესებული 36%-ია.

ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში 800 000 პენსიონერიდან მათ ნახევარს წინასწარ აქვს გამოტანილი პენსია, რის სანაცვლოდაც 36%-ის გადახდა უწევთ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს და პასუხი გაეცეს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ პენსიონერებისთვის საპენსიო სესხებზე დაწესებულ ამ აუხსნელ მაღალ პროცენტთან დაკავშირებით, დაინიშნოს საგანგებო სხდომა. ამ საკითხის ირგვლივ ბევრი შეკითხვა არსებობს. მაგალითად, რა არგუმენტებით უგრძელდება ხელშეკრულება „ლიბერთი ბანკს“ ვადის ამოწურვის შემდეგ, რატომ მოქმედებს საპენსიო სესხის აღებისას 36% და ა.შ. როგორც ჩანს, პენსიონერებზე ვიღაც ხელს ითბობს. ამიტომაც პარლამენტში ვითხოვთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის მოწვევას, სადაც ჩაერთვებიან ეროვნული ბანკის, ლიბერთი ბანკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რათა ამ თემის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვაზე მივიღოთ პასუხები“, - აცხადებს ელისაშვილი.

წყარო: bpn
ფოტო:ipn


Вернуться назад