Главная > ეკონომიკა / გარემოს დაცვა > პირველი მწვანე ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა დასრულდა

პირველი მწვანე ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა დასრულდა


16-02-2021, 18:20. Разместил: mariko

 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კავკასიის სოციალური ინოვაციების კონკურსის მეორე ეტაპი და პირველი მწვანე ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა GREENcubator დასრულდა. GREENcubator პროგრამა მოიაზრებდა საგრანტო კონკურსის მონაწილეების მხარდაჭერას თავიანთუი მწვანე ბიზნესიდეების დახვეწასა და განვითარებაში.

 3 კვირიანი ინტენსიური კურსები მოიცავდა ტრენინგებს, პრაქტიკულ შეხვედრებსა და ინდივიდუალური სწავლების სესიებს ისეთ თემებზე გამოცდილების გაზიარებით, როგორიც არის ბიზნესისმოდელის ტიპები, ბიუჯეტირება და ხარჯების სტრუქტურა, ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, გაყიდვები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ქრაუდფანდინგი, სოციალური მედიის მართვა და სხვა.


Вернуться назад