Главная > ეკონომიკა > საქართველოში ასანთის იმპორტი შემცირდა

საქართველოში ასანთის იმპორტი შემცირდა


30-05-2022, 11:58. Разместил: cira mgvdeladze

2022 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში 292.1 ათასი აშშ დოლარის 177.8 ტონა ასანთის იმპორტი განხორციელდა.


მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 321.2 აშშ დოლარის ღირებულების 245.4 ტონა ასანთი შემოვიდა.


,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვას, საიდანაც საქართველოში მიმდინარე წელს ასანთის იმპორტი განხორციელდა:

  • რუსეთი - 173.1 ათასი აშშ დოლარის 107.9 ტონა
  • ინდოეთი - 63.4 ათასი აშშ დოლარის 33 ტონა
  • პაკისტანი - 50 ათასი აშშ დოლარის 35.6 ტონა
  • გერმანია - 3.2 ათასი აშშ დოლარის 1 ტონა
  • თურქეთი - 2.2 ათასი აშშ დოლარის 0.2 ტონა

Вернуться назад