Главная > ეკონომიკა > ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება

ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება


13-05-2022, 14:51. Разместил: cira mgvdeladze

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.


როგორც სილაგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.


Вернуться назад