რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას და სად უჭირს ყველაზე მეტ ადამიანს

ნანახია: 507
სრული ინფორმაცია

2020 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 958 317 პირი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65 პროცენტს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9 პროცენტს - ომის მონაწილეები, 5.7 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისშია, 17.1 პროცენტი იმერეთში, 11.1 პროცენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 9.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.4 პროცენტი ფიქსირდება.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."