რა იქნება მომავალში? - ინდივიდუალური სანქციების გაგრძელება არის ინსტიტუციური და ეკონომიკური სანქციები - ბესო ნამჩავაძე

ნანახია: 101
სრული ინფორმაცია

"არსებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელება არის ინსტიტუციური და ეკონომიკური სანქციები," - ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ცოტა ვრცლად სანქციებზე:

სახელებით და გვარებით ცნობილია დასანქცირებული 40 ადამიანი (უკრაინის სანქციების გამოკლებით). აქედან 10-ს ადევს სრული სანქცია (ფინანსური და სამოგზაურო), ხოლო დანარჩენს მხოლოდ სამოგზაურო (ქვეყანაში არ უშვებენ)

გარდა ამისა, 100-მდე ადამიანს ადევს აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვა, მაგრამ მათი ვინაობა არ საჯაროვდება

დასავლურმა ქვეყნებმა შეაჩერეს მთავრობაზე გრანტების გაცემა, ზოგმა სესხებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანიის მიერ შეჩერებული 237 მლნ ევროა

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას უკვე გადაეცა 25 კაციანი სია, რაც იმითაა გამორჩეული, რომ მასში 10 ბიზნესმენია, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის და ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან

საქართველო არ არის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც სანქციების მიზანი მხოლოდ ადამიანის უფლებების დამრღვევების და კორუმპირებულების დასჯაა

ჩვენს შემთხვევაში, სანქციების მთავარი მიზანია ხელისუფლება აიძულოს ქცევა შეცვალოს, დემოკრატიულ გზას და დასავლურ კურსს დაუბრუნდეს (ამას ბევრ აზიურ-აფრიკულ ქვეყანას არ სთხოვენ, უბრალოდ სჯიან ვიღაცებს სანქციებით)

რა იქნება მომავალში?

ეს დამოკიდებულია ქართული ოცნების იმ შესაძლო მომავალ ნაბიჯებზე, რომლებსაც სანქციების გაფართოება და დამძიმება მოჰყვება:

- პოლიტპატიმრების საბოლოო გამტყუნება და სასჯელების მისჯა

- აქციების დარბევა და აქტივისტების ცემა-წამება

- საჯარო მოხელეებზე რეპრესიები

- “რუსული კანონის“ ამუშავება

- ოცნების წევრების აშკარა ანტიდასავლური რიტორიკა

აქამდე არსებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელება არის ინსტიტუციური და ეკონომიკური სანქციები

ინსტიტუციური ნიშნავს უწყებების დასანქცირებას. მაგალითად, მთლიანად შსს-ს ან მისი ქვეუწყებების დასანქცირებას, რისი მაგალითიც გვაქვს ბელარუსში და სხვა ქვეყნებში

“რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში, ყველა იმ უწყების დასანქცირება, ვინც მის აღსრულებაში ჩაერთვება, მათ შორის, კერძო ბანკების, თუ ისინი დასავლური ქვეყნების მთავრობების ფულს "დააპატიმრებენ", ანუ ორგანიზაციების ანგარიშებს დაბლოკავენ. ბანკები თუ ამას აპირებენ, ვურჩევ უ-SWIFT-ოდ მუშაობის Лучшая практика შეისწავლონ

ეკონომიკური სანქციები ჯერ მხოლოდ დაფინანსების შემცირებაში გამოიხატა და აქ დიაპაზონი ძალიან დიდია. არ მოველი სავაჭრო ან სატრანზიტო-სატრანსპორტო შეზღუდვებს, მაგრამ ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების გაყინვა და დასავლური სამთავრობო ბანკებისგან (IFIs) დაფინანსების სრული შეწყვეტა რეალობასთან ახლოსაა - გაჯიუტებას გააჩნია

არის სხვა გამოცდილებაც. მაგალითად, 2016 წელს ევროკავშირმა ბელარუსს სანქციების ნაწილი მოუხსნა ან შეუმსუბუქა, როცა ბელარუსმა ევროკავშირთან ურთიერთობა გამოასწორა და ყველა პოლიტპატიმარი გამოუშვა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."