რაზე უჩიოდნენ ბანკებს მოქალაქეები 2020 წელს

ნანახია: 440
სრული ინფორმაცია

2020 წელს მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 19 640 საჩივარი დაფიქსირდა, ეს კი 35,1%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. პანდემიამდე კომერციული ბანკების მიმართ სებ-ში 14 529 საჩივარი დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • მიმდინარე ანგარიში - 14 515 განაცხადი
  • სამომხმარებლო სესხი - 1 220 განაცხადი
  • საკრედიტო ბარათი – 660 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2020 წელს შესული პრეტენზიებიდან 15 536 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 1313 განაცხადი; 575 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 19 640 საჩივრიდან ბანკებმა 15 446 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. საფუძვლიანად - 3 796 განაცხადი; 278 განაცხადის შემთხვეევაში კი, განხილვა ისევ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."