Главная > კრიმინალი > შსს-მ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 738 პირი დააჯარიმა

შსს-მ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 738 პირი დააჯარიმა


24-01-2021, 00:37. Разместил: mariko

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 შემთხვევა გამოვლინდა

პირბადის წესის დარღვევისთვის 20 ლარით 738 პირი დააჯარიმეს. ამასთან, 111 პირი 2 000 ლარით დააჯარიმეს. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს


Вернуться назад