Главная > კრიმინალი > ,,არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს",- სერგო კაპანაძე

,,არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს",- სერგო კაპანაძე


2-02-2021, 20:30. Разместил: mariko

„ფარცხალაძის გამართლება ამ სასამართლოს მიერ არის ნათელი დადასტურება იმის, რომ არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს. ყველას ნანახი გაქვს კადრები, როგორ სცემენ თორდიას მისი დამქაშები. ყველამ კარგად ვიცით, რომ დამნაშავეა, ოღონდ გამართლდა იმ სასამართლოს მიერ, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ცალკე სამართალია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები და ცალკე სამართალი პოლიტიკური ოპონენტებისთვის და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. აი ასეთი სახელმწიფო მივიღეთ ჯამში ჩვენ ივანიშვილის მმართველობის შედეგად", - განაცხადა კაპანაძემ.

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა.


Вернуться назад