ელენე ხოშტარია - თავს ვგრძნობ ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა

ნანახია: 435
სრული ინფორმაცია

თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა - გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ექიმის რეკომენდაციით იკეთებს მხოლოდ იმ გადასხმებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას თავიდან აარიდებს.

ის ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.

“მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.

ნიუსებში ფრაზა - „სასიცოცხლო პარამეტრები დაბალ ზღვარზეა“ საშინლად ჟღერს და არ მინდა ინერვიულოთ. თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები გადასარევად ვარ. ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება, რაც უკავშირდება თირკმელს და რაღაც ნევროლოგიურს. ეს პარამეტრები დაბალ ზღვარზეა. ამიტომ ჩემი ნდობით აღჭურვილ ექიმთან ვახტანგ კალოიანთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება გადასხმასთან დაკავშირებით. ვისხამ მხოლოდ იმას და მხოლოდ იმდენს, რაც ამარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას და არა იმას რაც კომფორტს შემიქმნის.

გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ.

განწყობა მაქვს აბსოლუტურად მშვიდი და მტკიცე. როგორც ვთქვი ვიბრძოლებ ბოლომდე. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში“, - წერს ხოშტარია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."