პრემიერი: ბოლო 8 წელი არის ერთადერთი ის გამონაკლისი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დრო, როდესაც ქვეყანაში არ ყოფილა ომი

ნანახია: 80
სრული ინფორმაცია

ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, რომელიც არის გადამწყვეტი ჩვენი ძლიერი გუნდის გამარჯვებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა პირველ რიგში, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, რომელიც არის გადამწყვეტი ჩვენი ძლიერი გუნდის გამარჯვებაში. 2012 წლიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ დამაჯერებლად და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ამით, არა მხოლოდ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ქვეყანაში, როგორც იქნა, დასადგურდა მშვიდობა და სტაბილურობა. აგვისტოს დღეები გავიხსენეთ, 13 წელი გავიდა იმ უბედური, ტრაგიკული დღეებიდან, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ჩვენმა გმირებმა შესწირეს თავი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და მოსახლეობის დაცვას. ჩვენს ოპონენტებს არ უყვართ, როდესაც ვახსენებთ მათ ღალატს ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სხვა არაფერია, თუ არა ღალატი, რომ ვერ დაიცვა შენი ქვეყანა, ხალხი, ლაჩრულად გაიქცე თვითონ, როგორც მმართველი, ბრძოლის ველიდან და შეატოვო ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე რამე ახალს ხომ არ ვამბობ, ეს არის ფაქტები. ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვეუბნებით ჩვენს მოსახლეობას და სიმართლეს ვუპირისპირებთ ოპონენტებს. სიმართლე არის ის, რომ ბოლო 8 წელი არის ერთადერთი ის გამონაკლისი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დრო, როდესაც ქვეყანაში არ ყოფილა ომი, მეგობრებო და არც იქნება მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. სრული პასუხისმგებლობით, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის დაცვაზე. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ამისთვის, რომ პირველ რიგში, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რა თქმა უნდა, უნდა იყოს განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."