ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას „კამერების კორიდორი“ მოუწყვეს - კოლეგები გარდაცვლილ ოპერატორს ტაშით დაემშვიდობნენ

ნანახია: 498
სრული ინფორმაცია

სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს. სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

დღეს ოპერატორის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რამდენიმე სასულიერო პირმა და დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ლექსო ლაშქარავას მამის გვერდით კრძალავენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."