გიორგი ვაშაძე: ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი

ნანახია: 446
სრული ინფორმაცია

ჩვენ ისე ავაგეთ ეს საკითხები, რომ გვინდა ცესკოს თავმჯდომარე დავტოვოთ უფუნქციოდ, თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართული ადამიანია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ამ წუთებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნების პროცესი ტარდება.

მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ცვლილებისათვის არავის მიუღწევია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამის რეალიზება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.

„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ეს ინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ით შემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით.

დამოუკიდებელი საქართველოს 30- წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისათვის არავის მიუღწევია, ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტით მივაღწიეთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მქონდა ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, დაგვეხმარონ და მაგალითად სკანერები გადმოგვცენ საჩუქრად.

ყველა სხვა პროცედურულ ცვლილებასთან მიმართებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები არჩევნების დროს. საბოლოო ჯამში, ადამიანური ფაქტორი უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო უბნიდან და მაქსიმალურად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები, რომელიც გადაზღვეულია უსაფრთხოების კუთხით. სახის ამომცნობი სისტემა წამში აიდენტიფიცრებს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მიდის და შეუძლებელია არასწორი ადამიანი შევიდეს უბანზე. ახალი თაობის ბიულეტენები აღირიცხება საერთო სისტემაში ბარკოდებით, რომ არავინ გაიტანოს უბნიდან გარეთ. ხმის დათვლის პროცესში დასკანირდება ყველა ბიულეტინი, ონლაინში შევხედავთ და შეგვეძლება დავთვალოთ ხმები. კამერა გადაიღებს სათითაოდ ყველა ბიულეტენს და იქნება დათვლილი კამერის ქვეშ”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."