არჩილ თალაკვაძე: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ის რჩება დესტრუქციულ რეჟიმში და მარგინალურ ზონაში

ნანახია: 465
სრული ინფორმაცია

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ის რჩება დესტრუქციულ რეჟიმში და მარგინალურ ზონაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მიშელის შეთანხმებიდან როგორმე გაქცევას ცდილობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს თავი აარიდოს დოკუმენტზე ხელის მოწერას და ამბობს, რომ თითქოს ამნისტიას არ ეთანხმება. სინამდვილეში, მათი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იმ ყველაფერთან, რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული პროცესები - სამართალწარმოება, სისხლის სამართლის საქმეები ხელს უშლიდა პოლარიზაციის შემცირებას, დღეს, როდესაც კანონპროექტი განიხილება, რომელმაც პოლარიზაცია უნდა შეამციროს, ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან და ხელს არ აწერენ. მაშინ, როდესაც ამბობდნენ, რომ ნიკა მელია არ უნდა იყოს პატიმრობაში, დღეს, როდესაც განიხილება კანონპროექტი, რომელმაც ნიკანორ მელია პასუხისმგებლობისგან უნდა დაიცვას და ამნისტია უნდა გაუკეთოს ამბობენ, რომ ამას არ ეთანხმებიან. ამ 7-თვიანი მსჯელობის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ერთადერთი რამ, რომ წავიდნენ „მარცხჯვნივ“, ანუ ვერ აირჩიეს მიმართულება და ვერ მიიღეს თანმიმდევრული გადაწყვეტილება. ნიკანორ მელიას ყველა ქმედება, რასაც ის არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა, ან თუნდაც 20 ივნისის მოვლენების დროს, ეს იყო დესტრუქციის და პოლარიზაციის პირდაპირი ხელშემწყობი. სწორედ მათი გეგმა იყო ის, რომ მომხდარიყო პოლარიზაცია და დესტრუქციულ რეჟიმში რაღაც შედეგები მიეღოთ, რადგან იცოდნენ, რომ არჩევნებით ამას ვერ გააკეთებდნენ. დღემდე, სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ამ დესტრუქციულ რეჟიმში და რჩება მარგინალურ ზონაში, მათ შორის, ემიჯნება ევროკავშირის მიერ მოწოდებულ პრინციპებს და შეთანხმების დოკუმენტს“, - განაცხადა თალაკვაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."