,, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის", - ირაკლი კობახიძე

ნანახია: 502
სრული ინფორმაცია

იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ამ კონტექსტში კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი.

“ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან შეხვედრის შემდეგ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

“პარტნიორებთან ვართ შეთანხმებული, რომ ჯერჯერობით დიალოგის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, გამომდინარე იქედან, რომ დისკუსიები გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით.

შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რაც დღეს უნდა დასრულდეს. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."