ალეკო ელისაშვილი გომელაურს : ,,ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია?"

ნანახია: 454
სრული ინფორმაცია

ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუ როგორააა ის კაცი და სადაა?? - ამ კითხვით მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ელისაშვილმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობაზე და ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, ირღვევა თუ არა უწყების ინსტიტუციური სტაბილურობა მაშინ, როდესაც მინისტრების თანამდებობიდან წასვლას სამინისტროში საკადრო ცვლილებები მოსდევს.

„მეორე კითხვა შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობას. ჩვენ ვიცით, რომ დახურული სტრუქტურაა, თანამშრომლები არც გაფიცვებს აწყობენ და არც თავიანთ გასაჭირზე საუბრობენ ხოლმე. ასეთი წესია, როცა ყოველი ახალი მინისტრი მიდის, წინა მინისტრის მიყვანილ კადრებს ათავისუფლებს ხოლმე. გასაგებია, ყველას უნდა, რომ წამყვან პოზიციებზე მისი ერთგული კადრები იყოს. ახლაც ეს პროცესი მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ, რაც ბატონი გახარია წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან. ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებიდან დაიწყო მისი ერთგული ხალხის გაშვება. ხანდახან ამ პროცესს მიაყოლებენ ხოლმე არა უბრალოდ ყოფილი მინისტრის ერთგულ ხალხს, არამედ ძალიან კვალიფიციურ პროფესიონალებსაც. ირღვევა თუ არა ამით თვითონ სტრუქტურის სტაბილურობა? მე ვიცი ადამიანები, რომელთა მომზადებაშიც უცხოელებმა დიდი თანხა დახარჯეს და რადგან ვიღაცის კაცად ითვლება, ხელს წამოარტყამენ, გაუშვებენ და ღვთის ანაბარა ტოვებენ ხოლმე. რამდენად სწორია უწყების სტაბილურობისთვის ეს მიდგომა და ახლაც ხომ არ ხდება მსგავსი რამ? - განაცხადა ელისაშვილმა.

ის ასევე დაინტერესდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქმით და ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა იმ სამართლდამცველის უწყებაში დაბრუნებას, რომელიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებდა.

„პოლიციის მუნდირზე საუბრობდით და მეც თავად მსურდა ოფიცრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ყველას, ვისაც აცვია ფორმა, იქნება ეს კანონის სადაჯაროზე მყოფი თუ მთელი პირადი შემადგენლობა ამ შეიარაღებული ძალების, ყველას პატივს ვცემ, ვინც კანონს იცავს და საქართველოს, სამშობლოს იცავს. ერთხელ, ეს თქვენი მინისტრობის დროს არ მომხდარა, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მუნდირის შეურაცხყოფის ენით აღუწერელი ფაქტი. ვგულისხმობ ეპიზოდს, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გააჩერა თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ძმა, რომელიც საოცრად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, არამხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ეს ადამიანი შეურცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რომლებიც მაშინ იცავდნენ კანონს. მან მთელი პოლიციის მუნდირს ღირსება აყარა. მაშინ არ დასჯილა იზორიას ძმა და დაისაჯა პოლიციელი. რამდენად სწორი იყო ეს ამბავი? ხომ არ გიფიქრიათ, რომ ეს პოლიციელი, რომელიც იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და უფრთხილდებოდა მუნდირს, არის დასაბრუნებელი უწყებაში და გიფიქრიათ თუ არა ამაზე? რამდენად ადეკვატური იყო ამ ინციდენტზე ხელისუფლების რეაგირება? - განაცხადა ელისაშვილმა.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."