სრული ინფორმაცია
დღეს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა დედის დღე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, აფხაზეთისა და 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა.
,,მინდა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა , მხნეობა და დღეგრძელობა ვუსურვო. მათ ქვეყანას გაუზარდეს პატრიოტები რომლებმაც სამშობლოს დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. მადლობა თავდადებისა და გამძლეობისთვის."- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
დედის დღეს საქართველოში უკვე 30 წელია არსებობს. ის 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ყოველი წლის 3 მარტს არინიშნება .