საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არის ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა",- შარლ მიშელი

ნანახია: 437
სრული ინფორმაცია

,,საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არის ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საარჩევნო რეფორმის გატარება, თითოეული ეს თემა არის ძალიან რთული.

ასოცირების ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი კეთილდღეობა. ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობები და დავინახოთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რა პროგრესი ექნება სახელმწიფოს.."- ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ოპოზიციასა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."