საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით

ნანახია: 531
სრული ინფორმაცია

საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით, 2021 წელს მიმოქცევაში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

„საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, 2021 წელს მიმოქცევაში შევა საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირისა და მოწყალების დის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."