,,დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი", -ირაკლი

ნანახია: 404
სრული ინფორმაცია

ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკიული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. და ბოლოს, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ კონსტიტიციულ ფარგლებში, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით!“ - განაცხდა ღარიბაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."