,,ბატონი მელია,, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!"- ირაკლი ღარიბაშვილი

ნანახია: 415
სრული ინფორმაცია

ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა.

,,რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შედეგადაც 150 ადამიანი დაკავებულია. 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? 90-იან წლებში ის უბედურება და კატასტროფა, რაც ჩვენ, ჩვენს თავს დავმართეთ და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის პრეცედენტი დავუშვით, ყველაფერი ეს უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება, იმის ანარეკლია. ამის შემდეგ დავანგრიეთ, დავხოცეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ტერიტორიები და ახლა ეს ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იკრიბებიან, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80 პროცენტს აქვს იმ გადატრიალებაში მონაწილეობა მიღებული, რომელიც 90-იანებში მათ ჩაიდინეს. იგივე სახეები გველაპარაკებიან ასეთი აგრესიული რიტორიკით, ზიზღის ენით, როცა ჩვენ მათ ადეკვატურად ვპასუხობთ. როცა დესტრუქციულ პოლიტიკას ვპასუხობთ ისე, როგორც უნდა ვუპასუხოთ, ისინი ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. რა თქმა უნდა, სიმართლე მარტივია,“ - განაცხადა
ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულებისა და კრიმინალის თავშესაფარი“.

„თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ასეთი პარტია არის კრიმინალების თავშესაფარი და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც ჩვენი პროკურატურისთვის მორიგი აღიარებაა. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი! ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! კანონი აღსრულდება როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ ამის გაკეთება მოუწევთ ძალიან მალე!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: Ipn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."