რა ვიცით USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსებულ 25 მლნ დოლარის Deloitte-ს პროგრამაზე

ნანახია: 188
სრული ინფორმაცია

USAID-ის მიერ საქართველოში 25 მლნ დოლარით დაფინანსებული Deloitte-ის პროგრამა „მწვანე ტრანსპორტირების“ ხელშეწყობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა, რომელსაც თეთრი სახლი USAID-ის “სასაცილო

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის შემდეგ, რაც ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის საგარეო დახმარების ხელახალი შეფასებისა და საგარეო დახმარებაზე 90-დღიანი შეჩერების შესახებ, ადმინისტრაციამ გაამხილა დეტალები, თუ როგორ აფინანსებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წლების განმავლობაში "სასაცილო" პროექტებს.

რაც შეეხება საქართველოში USAID-ის მწვანე ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის პროგრამას, სააგენტოს ცნობით, პროგრამა 2023 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 18 მარტამდე დაფინანსდა. დაფინანსების მინიმალურ ღირებულებად 10 მილიონს, ხოლო მაქსიმალური 25 მლნ დოლარს შეადგენდა. პროგრამის რეალიზებას კომპანია Deloitte ახორციელებდა.

განახლებადი ენერგიისა და უახლესი ტექნოლოგიების წარმოსაჩენად სულ 29 საპილოტე პროექტი იყო დაგეგმილი. გასულ წელს დასრულებულ პირველ ფაზაში, მიღებული 132 განაცხადიდან, განსახორციელებლად 5 პროექტი შეირჩა, რომელიც რამდენიმე სექტორს მოიცავდა. შემდგომში კი, ქვეყნის ენერგეტიკულ მომავლის მხარდასაჭერად, ამ წარმატებულ მოდელებს პროგრამა საქართველოში სუფთა ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ფართო გამოყენებისთვის წაახალისებს.

როგორც პროგრამის დაწყებისას USAID-ი წერდა, პროგრამის მიზანი ამ სექტორების გაუმჯობესებაა, რათა გაიზარდოს საქართველოდან ტრანზიტული საქონლის მოცულობა და ღირებულება, შემცირდეს სატრანზიტო სისტემების ღირებულება, დრო და გარემოსდაცვითი კვალი.

“ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, ისარგებლოს რეგიონული სავაჭრო გზებით, რომ გაზარდოს და შექმნას სამუშაო ადგილები, ასევე, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებსა და პარიზის კლიმატის შეთანხმების ვალდებულებებს მიუახლოვდეს. პროგრამა მოიცავს მჭიდრო პარტნიორობას როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე, კერძო სექტორთან,”- წერს სააგენტო.

Deloitte (Deloitte Touche Tohmatsu Limited) აუდიტისა და საკონსულტაციო საერთაშორისო კორპორაციაა, რომელიც კომპანიების ქსელს მთელს მსოფლიოში ფლობს. კერძოდ, 2023 წლის მდგომარეობით, Deloitte 150ქვეყანაში 700 ფილიალით იყო წარმოდგენილი. ის აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, საერთაშორისო გადასახადების, სატრანსფერო ფასების, ფინანსური კონსულტაციების, იურიდიული მომსახურებისა და რისკების მართვის სფეროში არის სპეციალიზებული. Deloitte აუდიტორების „დიდი ოთხეულიდან“ ერთ-ერთია და ყველაზე დიდი კომპანიაა დასაქმებულთა რაოდენობით, რაც 457 ათას ადამიანს შეადგენს.

2019 წელს ჟურნალ Fortune-მა Deloitte მსოფლიოს 100 ყველაზე გამორჩეული კომპანიის სიაში მეოცეჯერ შეიყვანა. კომპანიის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს.

ფისკალურ 2023 წელს კომპანიამ 67 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, საოპერაციო მოგებამ კი დაახლოებით 11 მლრდ დოლარი შეადგინა. Deloitte-ის საბაზრო ღირებულება 200 მლრდ დოლარს აჭარბებს.

გარდა საქართველოში განხორციელებული პროექტისა, თეთრმა სახლმა USAID-ის მიერ სხვა ქვეყნებში დაფინანსებული კიდევ რამდენიმე პროექტი გამოაქვეყნა და მათ „სასაცილო“ უწოდა. მათ შორისაა:

  • 500 ათასი დოლარი ისრაელში კონფესიათშორისი ძალადობის მოსაგვარებლად, რაც “ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე გამოიყო.

  • 6 მლნ დოლარი ციფრული სივრცის გარდაქმნისთვის, რომ ასახავდეს ფემინისტურ დემოკრატიულ პრინციპებს

  • 1.3 მლნ დოლარი არაბ და ებრაელ ფოტოგრაფებს

  • 8.3 მლნ დოლარი პროგრამა “USAID Education: Equity and Inclusion”-ზე

  • 4,5 მლნ დოლარზე მეტი ყაზახეთში დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

“ათწლეულების განმავლობაში USAID-ის ბიუროკრატებს სჯეროდათ, რომ ისინი არავის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებული, მაგრამ ეს ეპოქა დასრულდა. პრეზიდენტ ტრამპი წყვეტს ფლანგვას, თაღლითობასა და ბოროტად გამოყენებას,” - წერს ტრამპის ადმინისტრაცია X-ზე.

დოკუმენტებს მილიარდერი, ილონ მასკიც გამოეხმაურა და მას ხალხის გადასახადების „გიჟური ფლანგვა“ უწოდა.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."