ჩერგოლეიშვილი: რა პროგრამებსაც ტრამპი ერჩის, ოცნებას პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული

ნანახია: 47
სრული ინფორმაცია

რეჟიმი ნაძალადევი სიხარულის ყიჟინას სცემს, "ტრამპი USAID-ის დანაშაულებრივ პროგრამებს აუქმებსო".

რა პროგრამებსაც და იდეებსაც ტრამპი ერჩის, ყველაფერი ქართულ ოცნებას პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული!

1. ქართული ოცნება წესდებით სოციალისტური პარტიაა და ასეთად მოიხსენიებდა თავს, სანამ სოციალისტების ჯგუფიდან გამოაძევებდნენ.

2. ღარიბაშვილი აცხადებდა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას საქართველოს პრიორიტეტად (ტრამპი გავიდა ყველაფრიდან, რაც ამ თემას უკავშირდება).

3. ქართულმა ოცნებამ მიიღო გენდერული კვოტირების კანონი (ლიბერალები ვასაჩივრებდით საკონსტიტუციოში).

4. ქართულმა ოცნებამ მიიღო woke ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთაშორისო კრიტიკის აცილების მიზნით - რადგან არსებული სისხლის სამართლის კოდექსით 17 მაისის პოგრომში დამნაშავეებს არ სჯიდა.

ტრამპს ბიძინა ცალ ფეხზეც კი არ ჰკიდია და არ დაინტერესდება, მაგრამ მის ადმინისტრაციას ქართული ოცნების woke, სოციალისტური წარსულის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს. რეალურად, ცხადია უბრალოდ ფარისეველი ძალაა ქართული ოცნება და არაფრის სჯერა - არც სოციალიზმის, არც კონსერვატიზმის, ძალაუფლებისთვის ტრანსიც გახდება.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, თავისუფალი ბიზნესის დახმარებას და ა. შ. - ეს პროგრამები ცხადია გაგრძელდება.

წერს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, საკითხში გარკვეულმა ორმა წყარომ 31 იანვარს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოს დამოუკიდებლად არსებობის შეწყვეტასა და მის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას აპირებს.

მანამდე, 20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."