მასკის თქმით, ტრამპი ეთანხმება, რომ USAID უნდა დაიხუროს

ნანახია: 48
სრული ინფორმაცია

SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეთანხმება, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უნდა დაიხუროს.

"ის [ტრამპი] დამეთანხმა, რომ უნდა დავხუროთ [USAID]". - თქვა მასკმა. 

მასკის თქმით, USAID არა "ჭიანი ვაშლი", არამედ "ჭიების გორგალია", რომელიც უნდა დახურონ. 

"ნათელი გახდა, რომ ეს არ არის ჭიანი ვაშლი. [...] რაც გვაქვს, ეს არის ჭიების გორგალი.

ფაქტობრივად, მთლიანად უნდა მოიცილო. ვერ შეკეთდება. [...] მას ვხურავთ". - თქვა მასკმა.  

20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."