9 თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 9 ათასამდე მოქალაქემ ითხოვა - როგორია სტატისტიკა

ნანახია: 176
სრული ინფორმაცია

2024 წლის 9 თვის განმავლობაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 8 810-მა მოქალაქემ ითხოვა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-ით ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე პირველადი განაცხადი 15 370-მა მოქალაქემ გააკეთა.

ამასთან, წელს სექტემბერში, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს მონაცემებით, განაცხადი საქართველოს 935-მა მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ხშირად კი საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვდნენ იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

უფრო კონკრეტულად, სექტემბერში იტალიაში თავშესაფარი საქართველოს 270-მა მოქალაქემ მოითხოვა, საფრანგეთში - 265-მა, გერმანიაში - 175-მა, ბელგიაში - 70-მა, ირლანდიაში - 60-მა, შვეიცარიაში - -35-მა, ესპანეთში - 30-მა, 15-15 განაცხადი დაფიქსირდა ავსტრიასა და ნიდერლანდებში, 10-მა მოქალაქემ კი თავშესაფარი პოლონეთში მოითხოვა.

ყველაზე ცოტა რაოდენობით განაცხადი დანიაში, საბერძნეთსა და ფინეთში დაფიქსირდა. აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფარი 2024 წლის სექტემბერში საქართველოს 5-5-მა მოქალაქემ ითხოვა. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, ec.europa.eu-ს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა არ ფიქსირდება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."