სრული ინფორმაცია
ევროპაში მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია, ყველაზე დაბალი კი ალბანეთში. ამის შესახებ აღნიშნულია Statista-ს მონაცემებში, სადაც გაანალიზებულია 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში არსებული მინიმალური თვიური ხელფასების შესახებ ინფორმაცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეიტინგში ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც თვიური მინიმალური ხელფასი 2 571 ევროს შეადგენს.
მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს იკავებს ირლანდია, სადაც 2 146 ევროს გადააჭარბა მინიმალურმა ხელფასმა. მესამე ადგილი კი 2 070 ევროთი ნიდერლანდებმა დაიკავა.
მეოთხე და მეხუთე ადგილები გერმანიამ და ბელგიამ გაინაწილეს. გერმანიაში მინიმალური ხელფასი თვეში 2 054, ხოლო ბელგიაში 1 994 ევროთია განსაზღვრული.
ევროპის სხვა ქვეყნების თვიური მინიმალური ხელფასი ასე გამოყურება:
- საფრანგეთი - 1 767 ევრო;
- ესპანეთი - 1 323 ევრო;
- სლოვენია - 1 254 ევრო;
- კვიპროსი - 1000 ევრო;
- პოლონეთი - 978 ევრო;
- პორტუგალია - 957 ევრო;
- მალტა - 925 ევრო;
- ლიეტუვა - 924 ევრო;
- საბერძნეთი - 910 ევრო;
- ხორვატია - 840 ევრო;
- ესტონეთი - 820 ევრო;
- ჩეხეთი - 765 ევრო;
- სლოვაკეთი - 750 ევრო;
- ლატვია - 700 ევრო;
- უნგრეთი - 697 ევრო;
- რუმინეთი - 663 ევრო;
- თურქეთი - 613 ევრო;
- სერბეთი - 544 ევრო;
- ბულგარეთი - 477 ევრო;
- ალბანეთი - 385 ევრო.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და კანონის - „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ მიხედვით, დღემდე მხოლოდ 20 ლარს შეადგენს.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 672 ევროს ეკვივალენტია.
წყარო: BPN