შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე - გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი

ნანახია: 55
სრული ინფორმაცია

როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე - გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, სიყალბეს რაც შეეხება, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ, თეონა აქუბარდიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სიყალბე ფროიდისეული წამოცდენა იყო.

„უჩვეულო ადგილას ზიხართ, იმდენად ხშირად თქვით სიყალბე, მგონი, ფროიდისეული წამოცდენა იყო. ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველ დღე. როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიან მეორეში ეს არის სიყალბე, თქვენი საქციელი ამ პარლამენტში ყოფნის, ახლა პირველ რიგამდე რომ მოაღწიეთ, ეს არის სიყალბე. ასე, რომ გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, სიყალბეს რაც შეეხება, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყავით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, რომლის განცხადებასაც მმართველი გუნდის წევრები ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „შალვა, ბრავო“.

ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია. როგორც მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ბოლო საშემოდგომო სესიაა პარლამენტში, როცა ისინი უმრავლესობაში არიან.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."