პრეზიდენტმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

ნანახია: 266
სრული ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სურს, რომ ეს დღე განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად იქცეს.

„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს. ვულოცავ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებსა და ჩვენს ყველა სტუმარს, ვინც დღეს გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს.

ახალი წლისა და ახალი მოსავლის ზეიმს ვულოცავ ასევე, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს, თურქეთსა თუ ირანში, ყაზახეთსა თუ თურქმენეთში და მთელ მსოფლიოში.

ვისურვებდი, რომ ეს დღე იქცეს ახალ საწყისად, ახალი სიცოცხლის წყაროდ, განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად”, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."