დავით შერაზადიშვილი „მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

ნანახია: 276
სრული ინფორმაცია

ქალაქ თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფარგლებში, კონფერენცია „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ გაიმართა.

კონფერენცია „მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციას 150-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდავეთიდან და უკრაინიდან. კონფერენციას დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

ღონისძიებაზე, მომხსენებლებმა შეთანხმებისა და მისი ხელმომწერების მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერების შეთანხმებას 2015 წელს შეუერთდა. შეთანხმება მიზნად ისახავს, CO₂-ის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების გატარებას

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."