ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე - ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან

ნანახია: 253
სრული ინფორმაცია

ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი. მისმა განცხადებებმა, რომლებიც მან აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ვიოლა ფონ კრამონმა „ძალიან მძიმე“ განცხადება გააკეთა.

„მან ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღაცას რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 5 სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზეც ოფიციალურად უარი მიიღო.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."