გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ

ნანახია: 40
სრული ინფორმაცია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარია დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ.

გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.

გიორგი გახარია გამოკითხვამდე კომისიის წევრების შეკითხვებს, ხელმეორედ უპასუხებს თორნიკე გერლიანი და იმედა მაისურაძე, ასევე გენერალი მამია ბალახაძე.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 09:30 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე უნდა გაგრძელდეს.

სხდომაზე ასევე განხილული იქნება 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."