ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს - ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! - მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! - გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის!

ნანახია: 157
სრული ინფორმაცია

ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! - მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის! - ეს განცხადება "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას აზრით, ხაზარაძემ საკუთარი უპასუხისმგებლობით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ქვეყანას წლები დააკარგვინა.

"როგორც საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მამუკა ხაზარაძე ხანდაზმული თაღლითია, ეს უფრო მეტად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გაამყარა.

ხაზარაძეს რამდენიმე მილიონი ლარი ჰქონდა დახარჯული და ამაში სახელმწიფოს მილიარდნახევარ დოლარს - ბიუჯეტის 25%-ს სთხოვდა.

იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს და თქვას, რომ შეცდომაში იყო შესული, ამბობს: - რომ მომეგო მილიარდნახევარზე უარს ვიტყოდიო. ამის ალბათ მხოლოდ ვაშაძეს, "ხაბეს" და ხუხაშვილს სჯერა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."