Главная > Fb სტატუსი / პოლიტიკა > "ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის", - სალომე ზურაბიშვილი

"ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის", - სალომე ზურაბიშვილი


23-03-2021, 00:29. Разместил: mariko

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციარლურ ქსელში შარლ მიშელის შესაბამის "ტვიტს" აზიარებს და აღნიშნავს: "ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის".


 სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოში მისი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.


სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს კომპრომისისკენ.

"მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - ნათქვამია პრეზიდნეტის "ტვიტში".

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

"ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის", - სალომე ზურაბიშვილი


Вернуться назад