Главная > Fb სტატუსი / პოლიტიკა > ,,პარლამენტში მივლენ ჩემი ადვოატები". - ნიკა მელია

,,პარლამენტში მივლენ ჩემი ადვოატები". - ნიკა მელია


15-02-2021, 11:05. Разместил: mariko

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, პარლამენტში მის საქმესთან დაკავშირებით მისვლას პროკურორი აპირებს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, პარლამენტში პროკურორისთვის კითხვების დასასმელად მისი ადვოკატებიც მივლენ.

ამავე პოსტში მელია აღნიშნავს, რომ უმრავლესობას ბოდიშის მოხდა მარტო მის წინაშე კი არა, ქვეყნის წინაშე მოუწევს.

„ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე “პარლამენტში” იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურორი მიდის.

„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით - პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ. იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.

გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!

და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გუშინ.


Вернуться назад