Главная > კოვიდ 19 > მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 200 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 200 მილიონს უახლოვდება


9-09-2021, 12:12. Разместил: mariko

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 200 მილიონს უახლოვდება.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 41.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის დაავადების გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა.


Вернуться назад