Главная > კოვიდ 19 > მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა


26-01-2021, 09:21. Разместил: mariko

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 149 460 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს გადააჭარბა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.


Вернуться назад